პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის კანდიდატურას უნდა უყაროს კენჭი

პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის კანდიდატურას უნდა უყაროს კენჭი

დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს ანა დოლიძეს უნდა უყაროს კენჭი. ანა დოლიძის კანდიდატურაზე დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

ანა დოლიძის კანდიდატურას მხარს ,,ნაციონალური მოძრაობა" არ დაუჭერს.

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იმ ადგილზეა წარდგენილი, სადაც ვაკანსია ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთან, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადაც ეწურებოდა. პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ახალ წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.