ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ინგა ჩატოიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ინგა ჩატოიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს შორის დღევანდელი პროცესის შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.
ინგა ჩატოიანს, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, პროცესის შემდეგ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე მივარდა და შეეცადა მისთვის სახე გამოეჩინა. ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს. ჩატოიანმა სასამართლო შენობაც სწორედ მანდატურების თანხლებით დატოვა.
ინგა ჩატოიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა სახე დაფარული, ჩატოიანმა განაცხადა, რომ ”ყურები სტკივა”. 

ჯამალაშვილის მეუღლე და ჩატოიანი ერთმანეთს პროცესის დაწყებამდეც დაუპირისპირდნენ, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.