სასამართლომ ინგა ჩატოიანს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ინგა ჩატოიანს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

რაც შეეხება კუდის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომლის საკითხზეც სასამართლომ დღეს ასევე იმსჯელა, მას სხვა საქმეზე პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარ საათს, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. პროცესის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა, ვინაიდან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა. 

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.