სასამართლო ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 10:00 საათზე გაიმართება.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას ითხოვს პროკურატურა ინგა ჩატოიანის მიმართ, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს.
საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს პატიმრობა უკვე შეეფარდა.