თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს, "პირაკრულთა აქცია" გაიმართება. აქცია "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.
"გაიმართება "პირაკრულთა აქცია", რისი დიდი გამოცდილებაც აქვს "მაესტროს", რადგან სისტემატურად მიდიოდა "მაესტროს" პირის აკვრის მცდელობა და ჩემდა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ისტორია მეორდება", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.