ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე პროკურატურაში ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი დაიკითხა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე პროკურატურაში ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი დაიკითხა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი დაიკითხა. 

როგორც ფარესიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიებასთან დაასახელა კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებსაც მის წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნებაში სდებს ბრალს. 

მისივე თქმით, ესენი არიან შევარდნაძის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე. 

"დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელე. მე დავინახე, რომ გამოძიებას აქვს გამოძიების ინტერესი, განსხვავებით 2013 წლიდან, როცა არ არსებობდა სურვილი საქმე ბოლომდე მიეყვანათ. მაშინ რომ ბოლომდე მისულიყო ეს საქმე, დღეს ამ შედეგს არ მივიღებდით", - განაცხადა ფარესიშვილმა. 

ჟურნალისტის განმარტებით, გამოძიებას დღეს კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა გადასცეს.