ზურაბ აბაშიძე - პრაღის ფორმატზე უარის თქმა პრობლემების მასშტაბებს გაზრდის

ზურაბ აბაშიძე - პრაღის ფორმატზე უარის თქმა პრობლემების მასშტაბებს გაზრდის

პრაღის ფორმატზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, პირიქით, აღნიშნული ფორმატის დახურვა პრობლემების რაოდენობას და მასშტაბებს გაზრდის. 

"დიალოგზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, გაზრდის პრობლემების რაოდენობას, მასშტაბებს და ეს ჩვენს ქვეყანაზე და ყველა ჩვენგანზე მტკივნეულად აისახება", - განაცხადა აბაშიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილების შესაძლებლობის საკითხზე ალაპარაკდნენ.