"ლუკოილის" ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 4 თეთრით დაიკლებს.
"ლუკოილის" ქსელში საწვავის ასეთი ფასები იმოქმედებს: სუპერი - 1.65; პრემიუმ ავანგარდი - 1.55;
ევრო რეგულარი - 1. 35; ევრო დიზელი - 1,35
საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი „ლუკოილ ჯორჯიას“ აქვს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ლუკოილის საწვავი ბულგარეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს.
აღნიშნული კომპანია 2002 წლის მარტიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.