ალიევმა 148 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეც არის

ალიევმა 148 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეც არის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 148 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის 16 უცხოელია.

შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაშია საქართველოს მოაქალაქეც.

ამნისტია ასევე შეეხო 14 ადამიანს, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდა.

შეწყალებულთა შორის არიან “აზერბაიჯანის ნაციონალური სახელმწიფობრიობის პარტიის” ლიდერი ნემატ პანაჰლი, ბლოგერი ომარ მამადოვი, ჟურნალისტი პარვიზ ჰაშიმლი, ახალგაზრული მოძრაობა  NIDA-ს აქტივისტები, ასევე სხვა პოლიტიკოსები და აქტივისტები. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში საპატიმროდან გათავისუფლდა ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, რომელსაც გასულ წელს, სახელმწიფო ღალატისთვის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მირკადიროვი 2014 წელს თურქეთში დააკავეს, საიდანაც მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში განხორციელდა.