ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები სანიციატივო ჯგუფს ხვდებიან

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები სანიციატივო ჯგუფს ხვდებიან

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისში მდებარე პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები სანიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და ხულოს მუფთს ხვდებიან .

სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მას აჭარის მთავრობასთან ამ თემაზე საუბარი სურს.

სავარაუდოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებიც სანიციატივო ჯგუფსა და ხულოს მუფთს პარლამენტში ამ თემაზე სასაუბროდ ხვდებიან.