ქურთებმა სირიის ჩრდილოეთში ფედერაციული რეგიონის შექმნა დააანონსეს. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, ახალ ფედერაციულ რეგიონში შევა ქურთების მიერ კონტროლირებადი სამი ავტონომიური რეგიონი.
სირის მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ აქვს. თურქეთის ხელისუფლებაში კი აღნიშნეს, რომ ფედერალიზაციის შესახებ ცალხმრივი გადაწყვეტილების წინააღმდეგი არიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ბოგდანოვის განცხადებით, მოსკოვი სირიის ფედერალიზაციის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.