ვლადიმერ პუტინი:  თუ საჭირო გახდა, რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს

ვლადიმერ პუტინი: თუ საჭირო გახდა, რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს

რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა, რუსეთი რეგიონში თავის დაჯგუფებას რამდენიმე საათში გაზრდის და ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობების მთელ არსენალს გამოიყენებს. ამის გაკეთებას არ ვისურვებდით, რადგან სამხედრო ესკალაცია ჩვენი არჩევანი არ არის", - განაცხადა პუტინმა.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 33 მილიარდი რუბლი დახარჯა.

პუტინის თქმით, მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს სირიისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ამასთანავე არაბულ რესპუბლიკაში C-400-ის კომპლექსს ტოვებს.

პუტინის თქმით, არავის არა აქვს უფლება სირიის საჰაერო სივრცე დაარღვიოს, მოსკოვმა ყველა პარტნიორი გააფრთხილა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს გამოიყენებს ყველა სამიზნის წინააღმდეგ, რომელიც რუსი სამხედროებისთვის საფრთხის მომცველად ჩაითვლება.

"მინდა ავღნიშნო, რომ საუბარია ნებისმიერ სამიზნეზე", - განაცხადა პუტინმა.