ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
დოქის ქ. N9 -ში, ართვინის ქუჩის პირველ ჩიხსა და დავითაშვილის ქ. N40ა-ში მიმდინარეობს საყრდენი კედლის ხიმინჯების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტზე მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ჩაისხმება.
ჩუღურეთის რაიონში, ამ ეტაპზე, 8 მისამართზე გრუნტის დამჭერის საყრდნის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობამ 400 ათასი ლარით დააფინანსა.
2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.