დაღესტანში

დაღესტანში "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული პირები დააკავეს

დაღესტანში "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული პირები დააკავეს, რომლებიც რუსეთში მასშტაბური ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

ამის შესახებ რუსული მედია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყების ცნობით, დაღესტნის ხასავიურტის რაიონის ერთ-ერთი სოფელში "ბოევიკთა" ჯგუფი იმყოფებოდა და ტერაქტებისთვის სოფლის მიტოვებულ სახლში ემზადებოდა.

სპეცოპერაციის ჩატარებისას, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.