გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დახურა

გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დახურა

პოტენციური თავდასხმების საფრთხის გამო, გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დროებით დახურა. როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, დაიხურა გერმანიის საელჩო ანკარაში, გერმანიის გენერალური საკონსულო სტამბოლში და ანკარაში მდებარე გერმანული სკოლა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემას განუმარტა, რომ არსებობს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების შესახებ.

15 მარტს ანკარაში გერმანიის საკონსულომ გააფრთხილა თანამოქალაქეები, რომ თურქეთში ახალი ტერაქტების რისკი არსებობს და მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.