რუსეთი სირიიდან ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანას ორ-სამ დღეში დაასრულებს

რუსეთი სირიიდან ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანას ორ-სამ დღეში დაასრულებს

რუსეთი სირიიდან ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანას ორ-სამ დღეში დაასრულებს. ამის შესახებ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ვიქტორ ბონდარიოვმა "კომსომოლსკაია პრავდას" განუცხადა.

სამხედრო მაღალჩინოსანს არ დაუსახელებია, თუ რამდენი თვითმფრინავი დაბრუნდა სირიიდან რუსეთში თუმცა აღნიშნა, რომ არაბულ რესპუბლიკაში ჩატარებული ოპერაციისთვის 500-700 ადამიანი დაჯილდოვდება.

რუსეთმა სირიიდან ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანა სამშაბათს დაიწყო.