"ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ე.წ. ოდეერების ხანა დაამთავრა"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ე.წ. ოდეერების სისტემა ქვეყანაში აღარ არსებობს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები კრიტიკულ ობიექტებში კვლავ არიან წარმოდგენილნი.

წულუკიანის თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მოხდა უპრეცედენტო რეფორმა უსაფრთხოების სამსახურების, ძალოვანი სტრუქტურების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება, თუ ის სახელმწიფოა და აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ საარჩევნო დაპირების კვალდაკვალ გავყავით შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დღეს, ცალკე სტრუქტურაა და ვთვლი, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენთან, დღეს, უსაფრთხოების ოფიცრები არიან იმ კრიტიკული ობიექტების ფარგლებში, სადაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების თემები იყოს კონცენტირებული. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ოდეერების ხანა დაამთავრა და ვთვლი, რომ დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოდელი არის იმ რეფორმის შედეგი, რომელიც გატარდა, თუმცა რეფორმები გრძელდება",- განაცხადა კვირიკაშვილმა.