დავით სერგეენკო აშშ-ში შეხვედრებს მართავს

დავით სერგეენკო აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტში თავის ამერიკელ კოლეგასთან.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ასევე საქართველოს საელჩოში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრისა და კომპანია "გილეადის" წარმომდგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანი C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებისა და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც. განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული პოლიტიკა.