"ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი" (ALDE) "თავისუფალი დემოკრატების" დაშანტაჟებას გმობს. ამის შესახებ ინფორმაცია ALDE-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"მიუღებელია, რომ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში ხდება პოლიტიკოსების დაშანტაჟება, განსაკუთრებით მათი პირადი ცხოვრების შესახებ. პოლიტიკოსები უნდა განსაჯო მათი პოლიტიკური საქმიანობის და არა პირადი ცხოვრების მიხედვით. მოვითხოვ, რომ ჩატარდეს გამოძიება, ამ მუქარებისთვის პასუხისმგებელი პირების დადგენის მიზნით", - აცხადებს ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი.
როგორც "ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის" განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს მოსაზრება, რომ მუქარების უკან შესაძლოა რუსული ძალები იდგნენ.