ვენეციის კომისიას განცხადებას ვერ დავუწუნებთ და შენიშვნასაც ვერ მივცემთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
,,ვენეციის კომისიის პროფილი სწორედ ეს არის, მოუწოდოს ხელისუფლებებს იყვნენ თავშეკავებულები, როდესაც სასამართლო ინსტიტუციებს ეხება საკითხი. არსებობს მეორე ვითარება, რომელიც შიდა ატმოსფეროს განაპირობებს. ასე, რომ ბალანსი დასაცავია. თუმცა ვენეციის კომისიასაც ვერ დაუწუნებთ განცხადებას, ვერ მივცემთ შენიშვნას, ეს მისი მოვალეობაა. ვფიქრობ, თეა წულუკიანის განცხადებები ობიექტურობის ძალიან დიდ მოცულობას მოიცავს. ეს ბალანსი დაცული იქნება. ზედმეტი არაფერი მოხდება. კანონი არ დაირღვევა. ყველა ადამიანს, მითუმეტეს იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება, შეაფასოს თავის მიერ დაწერილი ქულა, მითუმეტეს, ამის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა და დამალული არ არის", -განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში, რომელიც წევრ ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობაში ჩარევებს ეხება.