მთავარი პროკურორი

მთავარი პროკურორი "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებს ხვდება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს და მისი თემაა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიება.

შეხვედრაში კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი ორგანიზაციები მონაწილეობენ.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი შოთაძე შეხვედრის შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.