საქართველომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების წყაროს დადგენის მიზნით აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს მიმართა. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა "გარდიანს" საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
გამოცემასთან საუბარში წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ დახმარებისთვის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას მიმართა, თუმცა რომელ ქვეყანაზეა საუბარი, არ დააკონკრეტა.