ლადო პაპავას მხარდასაჭერად რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო

ლადო პაპავას მხარდასაჭერად რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო

თსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორებმა რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს. როგორც მოშიმშილე პროფესორებმა განაცხადეს, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ ვიდრე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები არ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და თვითმმართველობის წევრები არ დატოვებენ რექტორის კაბინეტს.

მოშიმშილე პროფესორების ინფორმაციით, ისინი ლადო პაპავას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მან დაკავებული თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

"ჩვენ დავიწყეთ შიმშილობა და მოვითხოვთ, რომ ლადო პაპავამ არ დატოვოს თანამდებობა. რაც შეეხება თვითმმართველობის სტუდენტებს, ისინი არიან გარე ძალების მიერ პროვოცირებულები", - აცხადებენ პროფესორები.

შიმშილობა დაიწყეს პროფესორებმა მანანა ხარხელმა, იზოლდა ჭილაძემ და გიული ქეშელაშვილმა.

პროფესორების პარალელურად საკუთარი პროტესტის გამოსახატავად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ თვითმმართველობის სტუდენტები.