ტელე-რადიო კომპანია "ევრიკას" დირექტორი ნინო ყიფიანი შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრების პროცესის შეწყვეტის მომხრეა.
როგორც ყიფიანმა "მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე განაცხადა, მას სჯერა ლევან გაჩეჩილაძის და აქვს იმედი, რომ საკუთარ ვალს გაჩეჩილაძისგან უფრო მიიღებს, ვიდრე ტელეკომპანიის გაკოტრების შემდეგ.
"ევრიკას" სიხშირით მაუწყებლობდა "მაესტრო" ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. ტელეკომპანიას მის მიმართ 29 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება აქვს.