ლადო პაპავა რექტორის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს ხვდება

ლადო პაპავა რექტორის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს ხვდება

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა მის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

შეხვედრას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის სტუდეტებს ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკოს, გარდა რექტორის თანამდებობის დატოვებისა. პაპავას თქმით, ის სტუდენტებთან ამ თემის განხილვას არ აპირებს.

რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის წევრები საათნახევრის წინ შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კაბინეტს არ დატოვებენ, სანამ რექტორი ლადო პაპავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.