"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე კრედიტორებს ყველა ვალის დაფარვის პირობას აძლევს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, შესაბამისი დაპირებით გაჩეჩილაძემ კრედიტორებს სასამართლოში მიმდინარე კრების დაწყებამდე მიმართა და ყველას შეხვედრის პირობა მისცა.
"ვაპირებ ყველა თქვენთაგანს შევხვდე და დაველაპარაკო, როდის და რა პერიოდში იქნება თქვენი ფული გადახდილი", - მიმართა გაჩეჩილაძემ კრედიტორებს.
სასამართლოში შპს "სტუდია მაესტროს" კრედიტორთა კრება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.