ლექტორების განცხადებით, ლადო პაპავას კაბინეტში სტუდენტების შეჭრას თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია

ლექტორების განცხადებით, ლადო პაპავას კაბინეტში სტუდენტების შეჭრას თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია

თსუ-ს ლექტორების განცხადებით, თვითმმართველობის წევრების რექტორის კაბინეტში შეჭრას თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია ვარაუდობს, რომ შესაძლოა პროცესები თავად უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის ხელშეწყობილი.

"უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ სტუდენტებს ველაპარაკებოდით, რა დროსაც ატყდა ყვირილი, რომ "ჩვენიანები შემოუშვა დაცვამო" და უცბად მოხდა მათი რექტორის კაბინეტში შესვლა. ჩვენ ვთხოვთ სტუდენტებს, რომ დავსხდეთ სასაუბროდ და ამისთვის ადმინისტრაცია კაბინეტს გამოყოფს", - განაცხადა ლია კვარაცხელიამ.

რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის წევრები დაახლოებით ერთი სათის წინ შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ კაბინეტს იქამდე არ დატოვებენ, სანამ რექტორი ლადო პაპავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.