აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან რელიგიური უმცირესობების დევნა გენოციდად შეაფასა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნა გენოციდად შეაფასა.

რეზოლუცია ასევე შეიცავს მოწოდებას, გაერო-ს ეგიდით სირიის საკითხზე სამხედრო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, დოკუმენტი მოუწოდებს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას შეაფასოს, "ისლამური სახელმწიფოს" ძალადობა ქრისტიანების, ეზიდების და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ, როგორც "ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაული და გენოციდი".

წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.