იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, როგორიც სურს ლევან გაჩეჩილაძეს, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოში, "მაესტროს" კრედიტორთა კრების დაწყებამდე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მას არ აქვს პოზიტიური, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მოლოდინი.
"ბოლო საათებში ისე განვითარდა მოვლენები "მაესტროს" ირგვლივ, რომ რაიმეს პროგნოზირება მიჭირს. პოზიტიურ, სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას არ ველოდები. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ლევან გაჩეჩილაძეს სურს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
შპს "სტუდია მაესტროს" კრედიტორთა კრება სასამართლოში ამ წუთებში იწყება.