მთავრობის საპარლამენტო მდივანი

მთავრობის საპარლამენტო მდივანი "ეს შენ გეხებას" წევრებს ხვდება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე და "ეს შენ გეხება-ს" წარმომადგენლები ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში მსჯელობენ.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორის ზვიად დევდარიანმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, აღნიშნულ ვიდეოებთან დაკავშირებით, გამოძიებაში საერთაშორის ექსპერტების ჩართვა გახდეს საჭირო.

"უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც ეს შემაშფოთებელი კადრები გაჩნდა ინტერნეტსივრცეში და ამას გაგრძელება ჰქონდა გუშინ. გუშინ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მოთხოვნა გავაჟღერეთ. ერთი-ერთი მათგანი იყო პრემიერთან შეხვედრა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთ მომენტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ დღეს, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მეტ ინფორმაცაის მივიღებთ და შემდეგ, შვეცდებით უფრო ფოკუსირებულად გამოვაჩინოთ ჩვენი ხედვები თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი. გუშინვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ პროცესის სირთულესთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ მანამდე მსგავს ფაქტებზე ეფქტური გამოძიება არ ჩატარდა, შესაძლოა, საჭირო იყოს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და განსხვავებული ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ინიცირება",- განაცხადა დევდარიანმა.