სირიის ტერიტორია რუსული თვითმფრინავების ნაწილმა დატოვა

სირიის ტერიტორია რუსული თვითმფრინავების ნაწილმა დატოვა

სირიის ტერიტორია პირველმა რუსულმა თვითმფრინავებმა დატოვეს. ამის შესახებ რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

სამხედრო უწყების ცნობით, თვითმფრინავების პირველ ჯგუფში შედიან მრავალფუნქციური ბომბდამშენები სუ-24-ები და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავი ტუ-143 ან ილ-76, რომელსაც პერსონალი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა გადააქვს.

რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ თვითმფრინავები აეროდრომებზე განთავსდებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანის ბრძანება გუშინ გასცა.