ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული დაკავებები, ბევრ კითხვებს აჩენს

ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული დაკავებები, ბევრ კითხვებს აჩენს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული დაკავებები, ბევრ კითხვებს აჩენს.

როგორც სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

"ამ დაკავებამ გაცილებით მეტი კითხვები გააჩინა, რადგან დაკავებულებს ადრე სამართალდამცავებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ეს ვითარება ქმნის ბევრ კითხვას", - განაცხადა რატიანმა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საკანონმდებლო ინიციატივებიც წარადგინა, რომელსაც "ნაციონალურ მოძრაობა" პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიტანს.

"ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ მოვლენებს ეხება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა ბრუნდება 90-იანებში, რომელიც არის რუსეთის 90-იანების მსგავსი, როდესაც რუსეთის ოლიგარქები საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებით და პირადი ცხოვრების შანტაჟით. ჩვენ გვაქვს ინიციატივა - პირადი თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს ოთხ მთავარ პრინციპს, პირველი უნდა გაუქმდეს სუს-ი და საბოლოოდ უნდა გაუმქდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვენლოვანი. უნდა გაუქმდეს ოდეერის ინისტიტუტი, მეორე ეხება ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტს, ესეც უნდა შეიცვალოს და რადიკალური რეფორმირება მოხდეს. კანონი უნდა დაეფუძნოს არასამთავრობოების მოთხოვნებს და ინიციატვას, რომელიც უკავშირდება "ეს შენ გეხებას" ინიციატივას. ეს ინიციატივა უკვე არსებობს და ამასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ რეფორემირება. ასევე არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი და უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავებს გააკონტროლებს. მეოთხე არის სამოქალაქო კონტროლის გამკაცრება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კანონდებლობა, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ამაზე დაგვთანხმდება უმრავლესობა.