თსუ-ს თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის შენობაში შემოჭრას ძალის გამოყენებით და პოლიციის გვერდის ავლით ცდილობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობასთან დაპირისპირებული სტუდენტები ავრცელებენ.
სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს "აუდიტორია 115"-ით მოიხსენებს, აცხადებს, რომ თვითმმართველობის წევრები ცდილობენ ძალით შეიჭრან შენობაში და აიძულონ რექტორი ლადო პაპავა გადადგეს.
მათი თქმით, თვითმმართველობის წევრები ფანჯრიდან შედიან შენობაში.