მამასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, ფარული ჩანაწერების საქმესთან კი კავშირი არ მაქვს

მამასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, ფარული ჩანაწერების საქმესთან კი კავშირი არ მაქვს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს.

ვასილ ჯამალაშვილის ინფორმაციით, მამამისი ძალოვან უწყებაში არ მუშაობდა.

"მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განუცხადა ჯამალაშვილმა "რუსთავი 2"-ს.

არსებული ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პროკურატურა ადასტურებს, რომ აყვანილია კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი.

ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერია. ის 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს.