კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ზურაბ ჯალამაშვილს ბრალი წაუყენეს 157-ე მუხლით, რაც ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელებას გულისხმობს.
მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ვარაუდობს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის შვილს ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში იყო დაკავებული.
"პირადად შევხვდი ჯამალაშვილს. ის ბრალს არ აღაირებს. ამ ეტაპზე, პროკურატურის მტკიცებულებები არ ვიცი. მე მხოლოდ ბრალი გადმომეცა. ედავებიან, რომ მას ჰქონდა "ფლეშკაზე" ვიდეოები, რომელიც სხვას გადასცა. ადრე ჰქონდა მის შვილს ბრალი წარდგენილი, შესაძლებელია, რომ მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა, ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ ჰქონდა წვდომა ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. როგორც გახსოვთ ე.წ. ვირუსის შექმნაზე იყო დაკავებული", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში, კიბერდანაშაულისთვის, კომპიუტერში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.