თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს რექტორის ლადო პაპავას მხარდასაჭერად ლექტორებმა ბრიფინგი გამართეს.
როგორც ბრიფინგზე ლექტორებმა განაცხადეს, ლადო პაპავა უნდა დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე და მისი გადადგომა უნივერსიტეტში დღეს შექმნილ სიტუაციას ვერ განმუხტავს.
"მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. პირველად მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტს ჰყავს არჩეული რექტორი, რომლის უკანაც არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დგას. სწორედ ამიტომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა. სამწუხარო ის არის, რომ სტუდენტებს, რომლებიც რექტორის გადადგომას მოითხოვენ, არ აქვთ გააზრებული თუ რა სიტუაცია შეიძლება შეიქმნას რექტორის გადადგომით", - განაცხადა პროფესორმა რეზო გაჩეჩილაძემ.
პროფესორების მიერ გამართულ ბრიფინგს თავად ლადო პაპავაც ესწრებოდა.