რუსეთის აგრესია უკრაინაში და ინტერვენცია სირიაში ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

რუსეთის აგრესია უკრაინაში და ინტერვენცია სირიაში ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

რუსეთის აგრესია უკრაინაში და ინტერვენცია სირიაში ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ჯარების მეთაურმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია "ბიბისი"-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-მ და ევროკავშირმა რუსულ აგრესიაზე საპასუხოდ სოლიდარობა უნდა გამოიჩინონ, მაგრამ ერთიანობას შესაძლოა საფრთხე შექმნას, თუ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა.

"ბიბისი"-სთან საუბარში ბენ ჰოჯესმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ათი ათასობით ადამიანს ევროპაში ჩასვლა აიძულა და ამით მიგრაციული კრიზისი გაამწვავა.