შპს სტუდია "მაესტროს" ლოგოს გამოყენების შესახებ საქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის საჩივარი დააკმაყოფილა .
შპს სტუდია „მაესტროს“ ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის განცხადებით, მას ეცოდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე, ლაშა ქოჩიაშვილი და მოუწოდებს მას და დანარჩენ მოსამართლეებს, რომ ნუ გახდებიან მონები 21-ე საუკუნეში.
„მინდა მას და ყველა მოსამართლეს მივმართო: ნუ გახდებით მონები ცივილიზებულ ქვეყანში და თუ თქვენი უფლებები ირღვევა, თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, პირადად დავდგები თქვენს გვერდით. 21-ე საუკუნეში, მონობისგან გათავისუფლება რთული არ არის", - აღნიშნა გადაბაძემ.
მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლო ეხმარება.
"ლევან გაჩეჩილაძეს ეხმარება სასამართლო, რომ ლოგო არ იქნას გამოყენებული, რაც პირდაპირ "იმედის" და "მაესტროს" შორის კონტრაქტის ჩაშლის მცდელობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ვერ მიაღწიეს ტელევიზიის გაჩუმებას, მინიმუმ მიაღწევენ იმას, რომ ფინანსური შემოსავალმა დაიკლოს. არ ვურჩევ არავის მამუკა ღლონტის ფეხზე დაყენებას, რადგანაც წინახელისუფლების პირობებში ვნახეთ, როგორ დამთავრდა მისი ფეხზე და ყირაზე დადგომა“, - განაცხადა გადაბაძემ.