უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუმცა ამისთვის რამდენიმე პირობა დააყენა.
როგორც უკრაინული გამოცემა "უნიანი" იტყობინება, ამის შესახებ უმაღლეს რადაში პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელმა სტეპან კუბივმა, პოროშენკოსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად არის, თუმცა, მისი პოლიტიკური ძალა მოითხოვს, რომ დასახელდეს ახალი პრემიერის კანდიდატურა, გამოქვეყნდეს მთავრობის ახალი პროგრამა და განახლებული შემადგენლობა.