ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელება სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაა. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული, სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების კონსოლიდირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე პოზიტიური, რაც ვნახეთ, არის გაერთიანებული საზოგადოება იმ დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.