ჩრდილოეთ კორეა ბალიტისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების გამოცდას უახლოეს მომავალში კვლავ ჩაატარებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილი გამოცდის ამოცანაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის შემოწმება.
ბოლო პერიოდში ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები რამდენიმეჯერ გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეა ასევე, სეულსა და ვაშინგტონს ბირთვული დარტყმებით დაემუქრა.
ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ფხენიანთან დღემდე არსებული ყველა ერთობლივი პროექტი შეაჩერა, ჩინეთმა კი ჩრდილოკორეულ ხომალდებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა.