უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოროშენკოს პრესმდივნის სვიატოსლავ ცეგოლკოს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ოდესის ოლქის განვითარების საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა", - განაცხადა ცეგოლკომ.

მანამდე, ერთ-ერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა.