მიხეილ ჯანელიძე დღეს ჯონ კერის შეხვდება

მიხეილ ჯანელიძე დღეს ჯონ კერის შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 13 მარტს ეწვია. ოფიციალური ვიზიტი 19 მარტამდე გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში. საგარეო უწყების ხელმძღვანელი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებსაც შეხვდება.