გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა არ შეიცვლება იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის სამ მხარეში ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში მემარცხენეები ლიდერობენ. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ" ხმები დაკარგა, თუმცა, კვლავ ძლიერ პოლიტიკურ ძალად დარჩა საქსონიის მიწაზე.
აღნიშნულ რეგიონში ხმების მეოთხედი მოიპოვა ანტიიმიგრაციულმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". ქრისტიან-დემოკრატებმა ასევე ხმების მესამედი დაკარგეს ბადენ-ვიურტემებერგის მიწაზეც და ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი - ამომრჩეველთა 27 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვეს. ამ რეგიონში პირველი ადგილი "მწვანეთა პარტიამ" დაიკავა. პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" კი 15 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.
რაც შეეხება რაინლანდ-პფალცის მხარეს, სოციალ-დემოკრტებმა პირველი ადგილი შეინარჩუნეს. ქრისტიან-დემოკრატებმა კი მეორე ადგილი დაიკავეს. დასავლური მედიის ცნობით, გერმანიაში ჩატარებული რეგიონული არჩევნები ლტოლვილთა შესახებ მერკელის პოლიტიკის ერთგვარი გამოცდა იყო.