რუსეთი 15 მარტიდან სირიიდან ძირითადი ძალების გაყვანის პროცესს იწყებს

რუსეთი 15 მარტიდან სირიიდან ძირითადი ძალების გაყვანის პროცესს იწყებს

რუსეთი 15 მარტიდან სირიიდან ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანას იწყებს. "ტასის" ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა. 
"მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანები მთლიანად შესრულებულია. ამიტომ, ვბრძანებ, დაიწყოთ ჩვენი ძირითადი სამხედრო ძალების სირიის არაბული რესპუბლიკიდან გაყვანა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს.

პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის ჯარების სირიიდან გაყვანის დასაწყისი დადებითად აისახება ამ ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებათა პროცესზე.

ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრს სირიაში სამშვიდობო პროცესის ორგანიზებაში ინტენსიური მონაწილეობა დაავალა.
რუსეთმა სირიაში ავიადარტყმები 2015 წლის 30 სექტემბრიდან დაიწყო.