ანკარის ტერაქტთან კავშირში მყოფი 11 პირი დაკავებულია

ანკარის ტერაქტთან კავშირში მყოფი 11 პირი დაკავებულია

თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, უკვე დაკავებულია 11 პირი, რომლებიც ანკარაში მომხდარ ტერაქტთან არიან კავშირში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის 35-ვე დაღუპულის ცხედარი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს დნმ-ს ექსპერტიზა.

თურქეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას თითქმის უკვე აქვს უტყუარი დადასტურება იმისა, რომ 13 მარტის ტერაქტთან "ქურთთა მუშათა პარტიაა" დაკავშირებული.

13 მარტს, საღამოს ანკარის ცენტრში მომხდარ ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა და 125 ადამიანი დაშავდა.