odessit.ua - პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ხელი მოაწერა

odessit.ua - პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ხელი მოაწერა

უკრაინული გამოცემა "ოდესსიტ.უა" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის გადაყენების შესახებ ბრძანებაში თარიღი ღიად არის დატოვებული, რადგან ამ დროისთვის მოქმედი გუბერნატორის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა.

სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები და "ტექნოკრატები" არიან.