თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ შესაძლოა ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ შესაძლოა ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი განიხილონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე ცაგარელმა განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია აკადემიური საბჭოს წევრებისგან, რომ ჯერჯერობით რექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა აკადემიური საბჭოს წევრები ამ საკითხის უახლოეს წუთებში დაყენებას არ გამორიცხავენ.

მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოში უკვე შევიდა კანცლერობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.