მოსკოვში ფედერიკა მოგერინის შესაძლო ვიზიტის შესახებ ბრიუსელში იმსჯელეს

მოსკოვში ფედერიკა მოგერინის შესაძლო ვიზიტის შესახებ ბრიუსელში იმსჯელეს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ დღეს ბრიუსელში იმსჯელეს. ამის შესახებ რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, რუსეთში მოგერინის ვიზიტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია ცოტა ხნის წინაც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ევროპელი დიპლომატი რუსეთს 2016 წელს ეწვევა.

დღეს ბრიუსლში ევროკავშირის ლიდერები რუსეთთან ურთიერთობის შესახებ მსჯელებენ.