დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ქორწინების თემაზე კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში კენჭისყრამდე არ მივა.
როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, ქვეყანაში განსაკუთრებული პრობლემები არ არსებობს და ქორწინების თემას სამოქალაქო კოდექსი საკმარისად არეგულირებს.
"შესაბამისად, ქორწინების თემაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამ თემის ირგვლივ გარკვეულ მითებს გარკვეული პოლიტიკური ძალები იმ მიზნით იყენებენ, რომ დებატები სხვა მიმართულებით გადავიდეს. ჩვენ იმ დღის წესრიგით უნდა ვილაპარაკოთ, რაც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და რაზეც ფოკუსი უნდა იყოს მიმართული. ქორწინების თემა თავსმოხვეული თემაა", - აცხადებს კუბლაშვილი.